სოფელი კოშკები მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. შიდა ქართლში, გორის რაიონში, გორიდან დაახლოებით 12 კილომეტრის მანძილზე.
ეკლესია საწყალი დგას შალიკაანთ უბანში, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,5 X 4,7 მ), ნაგებია ქვიშაქვით, სარკმლის თავსართები შირიმისაა. აღმოსავლეთის კედელი დაშენებულია კლდეზე. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, კედლების ზედა ნაწილი გამოფიტულია. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ბუდიდან დაძრულია საპირე ქვები. ორივე მხრიდან თაღოვანი, ტინპანიანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს მცირე ზომის სწორკუთხა ნიშებია. ერთი თაღოვანი სარკმელი დარბაზის დასავლეთ კედელშია, ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. კამარა ეყრდნობა დასავლეთ კედლის საბჯენ თაღს და გრძივი კედლების შუაში მოთავსებულ იმპოსტებს. იმპოსტები აქვთ საკურთხევლის მხრებსა და დასავლეთის კუთხის პილასტრებსაც. დარბაზი შელესილია.
ტყუპის ეკლესია დგას სოფლის განაპირას, სკრის ხეობაში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6,8 X 5,1 მ), ნაგებია ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ საკურთხეველში და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია. ქვის კაკნკელში სამი ნიშია. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა. შენობა შიგნიდან შელესილია.
ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე სკრის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება X საუკუნის მეორე ნახევრით. ეკლესია დარბაზულია. მოცულობით საშუალო ზომისაა. შიდა კედლები ნაგებია მცირედ დამუშავებული ქვით, კონსტრუქციის ნაწილები და ფასადები - კარგად გათლილი კვადრებით. ეკლესიას გალავნის არსებობის კვალი დასავლეთით ატყვია. სამხრეთითა და დასავლეთით ჰქონია მინაშენები მათი ფრაგმენტები მიწის ფენითაა დაფარული. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, მის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას. ქვის ორივე მხარეს თითო ნიშია. სამხრეთით და დასავლეთით თითო სარკმელია. შიგნით დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ეყრდნობა საბჯენ თაღსა და აფსიდის კონქისა და დასავლეთის კედლის მიმყოლ თაღებს. კედლები შიგნიდან შემოსილია მცირედ დამუშავებული ქვებით, ხოლო კონსტრუქციული დეტალები როგორიცაა: კამარა, კონქი, პილასტრები, თაღები და კარ-სარკმლების წირთხლები - კარგად თლილი კვადრებით. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა აწეული. ეკლესიის კედლები მოხატული ყოფილა. შემორჩენილია მცირე ფრაგმენტები, რომლებიც შიგნით ნანთები ცეცხლის ბოლს გაუშავებია. მაინც ირჩევა ჯერ კიდევ შარავანდებიანი ფიგურები. ეკლესიის მხატვრობა შენობის თანამედროვე არ უნდა იყოს. ის სავარაუდოდ უფრო გვიანდელი პერიოდისაა. ეკლესიის კედლის თაღები ზოგი მაღალია, ზოგი-დაბალი, ნახევარწლიურიცაა და ოვალურიც. ყველა პილასტრი და აფსიდის კუთხეებიც მთავრედება კაპიტელებით, რომელთა უმრავლესობაც ორნამენტირებულია.ყველაზე მეტი ყურადღება აღმოსავლეთის ფასადს ეთმობა. სარკმელს ზემოთ აქ მოთავსებულია ორი დიდი ქვა. უშუალოდ სარკმელზე მოთავსებულია ქვა თითქმის კვადრატული ფორმისაა. მასზე გამოსახულია ტოლმკლავა „აყვავებული“ ჯვარი. ქვა მორთულია წვრილი ლილვითა და ორნამენტოვანი არშიით. გამოყენებულია წნულიც. ზედა ფილა მოგრძო სწორკუთხედია. ფილა ძირითადად ორადაა გაყოფილი. მთავარს წარმოადგენს წესიერ ნახევარწრეში მოთავსებული ექვსქიმიანი ვარსკვლავი, წრის გვერდით ნაწილები ორნამენტებითაა შემკული, ზედა ნაწილი კი ასომთავრულ ქარაგმულ წარწერას უჭირავს. ფილის ზედა ნაწილის ცენტრში მცირე ზომის ჯვარია ორ ოვალში ჩამჯდარი. ამ ფილაზე მოთავსებულია ეპიგრაფიკა ისეა განლაგებული, რომ მორთულობის როლსაც ასრულებს. წარწერა ოთხი სტრიქონისაგან შედგება. პირველი ორი სტრიქონს ქვის მთელი სიგრძე უჭირავს, ხოლო ორი დანარჩენი მოთავსებულია ქვემოთ, წრეში, ექვსქიმიანი ვარსკვლავის გვერდებზე. წარწერის შინაარსი დაახლოებით ასეთია: ამ ქვის დამდები არის ლომი, რომელიც იტყობინება: „ესე ქვაი მე ლომან დავსუი ჩემითა ფასითო“. ლომი შესაძლოა იყოს ქტიტორი, მაღალი წოდების წარმომადგენელი, სავარაუდოა ამ კუთხის მფლობელიც.
ამავე, აღმოსავლეთის ფასადის მარცხენა კუთხეში მოცემულია მამაკაცის წელსზედა გამოსახულება ვედრების პოზით. შესაძლოა ეს ქტიტორია. აქვეა ქვა თაღის გამოსახულებით. დასავლეთის ფასადზეც მოჩუქურთმებულია ზედა და ქვედა ნაწილი. აქვეა ლენტოვანი წნული, მარტივი ჯვრები, ცხენის გამოსახულება, ხელის მტევანი მკლავის ნაწილით.
შალიკაშვილების ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, მაღალი მთის ფერდობზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (12,8 X 7,6 მ). შიდა კედლები ნაგებია მცირედ დამუშავებული ქვით, ფასადები შემოსილია სხვადასხვა ზომის თლილი ქვით. 1920 წლის მიწისძვრას ეკლესია თითქმის მთლიანად დაუნგრევია. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით ჰქონია. აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო სარკმელია, სამხრეთით - ორი. დარბაზი გადახურული იყო საბჯენ თაღებზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარით. აფსიდში ორი ნიშია. შემორჩენილია გვიანდელი მოხატულობის ფრაგმენტები და ამავე პერიოდის აგურის კანკელი, რომელსაც შუაში თაღოვანი კარი ჰქონდა.
ეკლესიაზე სამხრეთით მიშენებულია ეგვტერი. შენობის დასავლეთის კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად ეგვტერი, კარიბჭე და სამრეკლო (არ შემორჩენილა) 1708 წელს აუშენებია ედიშერ შალიკაშვილს. ეგვტერი დარბაზულია (7,4 X 4,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ლავგარდანი და კონსტრუქციის ნაწილები თლილი ქვისაა. შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ეყრდნობა საბჯენ თაღს. სარკმლები ფასადების მხრიდან მცირედ დეკორირებულია. ეგვტერს დასავლეთიდან მიშენებული აქვს გეგმით კვადრატული, სფერული კამარით გადახურული კარიბჭე, რომელიც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გახსნილია თაღებით. კარიბჭე ჩრდილოეთით დაკავშირებულია ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან. კარიბჭის ოთხივე კუთხის საყრდენები თლილი ქვისაა. მათი კაპიტელები და ბაზისები მორთულია. ინფორმაცია მოძიებულია http://dzeglebi.com