ძველი ტადძრები და მათი ისტორია


ურბნისი. მდებარეობს ქართლში, ქალაქ გორში, სოფელ ურბნისთან. ის დგას ნაქალაქარის აღმოსავლეთ მონაკვეთში. წარწერების შესწავლის საფუძველზე, ტაძარი V-VI საუკუნეებით თარიღდება. ამ წარწერებში მოხსენიებულნი არიან ეკლესიის მშენებლები კონსტანტინე და მამა მიქელი. ეს არის სამთავიანი ბაზილიკა . ეკლესია თავდაპირველად აგებულია ურთიერთმორგებული ქვიშაქვით, ქვები სხვადასხვა ზომისაა, მაგრა დაცულია ჰორიზონტალობა. IX საუკუნეში კი ეკლესია რესტავრირებულ იქნა. აღდგენისას გამოიყენეს სხვადასხვა ზომის ქვები და წყობა ირეგულარულია. XVII საუკუნეში ტაძრის ზედა ნაწილი აღადგინეს აგურებით, ასევე ბოძებისა და პილასტრების ნაწილი. ეკლესიის ინტერიერში ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ოთხი, გეგმით ჯვრისებრი ბოძით. ურბნისის კომპლექტი დაქვემდებარებულია გორის ეპარქიას, ის არის მოქმედი.ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ძეგლია სამთავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობა
ბოლნისის სიონი. მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში, მდინარე ბოლნისისწყლის მარცხენა ვაკე ნაპირზე. ჩრდილოეთით ერთ-ერთი შესასვლელის ტავზე მოთავსებულია წარწერა, რომლის მიხედვითაც 478-493 წლებში. მისმა ფასადებმა შემოგვინახეს საქართველოში არსებული უძველესი წარწერები. „მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV ს-ის ბოლო წლებში აუგია ელია მთავარეპისკოპოსს. ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად მიჩნეულია დავითი, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. ეკლესიის გვერდით, სამხრეთ-დასავლეთით დგას XVII საუკუნის სამრეკლო. ბოლნისის სიონი საფუძვლიანადაა რესტავრირებული და შეკეთებული, XVII საუკუნეში აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი თაღებით, გაჭრეს დასავლეთ შესასვლელი. 1936-1939 ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. 1967-1969 გადახურეს ჩრდილოეთ გალერეს და აღადგინეს მისი დასავლეთი კედელი, უძველესი წარწერის პირი ჩადგეს თავის ადგილას, დააგეს ქვის ახალი იატაკი. ბოლნისის სიონში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით გადაწერილი ხელნაწერები. X-XI საუკუნეებში იქ მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი. ის ბოლნისის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.


ყველაზე ადრეული ნიმუშია ძველი შუამთა, რომელიც კახეთში, თელავიდან 7 კმ-ზე, ტყეში მდებარეობს. ის აიგო V საუკუნეში. ალაზნის ხეობის ზედა პლატოზე გაშლილია სამონასტრო კომპლექსის სამი ეკლესია, რომელთა შორის უძველესი - სწორედ V საუკუნეში აგებული სამ ნავიანი ბაზილიკაა. ასევე მოიცავს ჯვრის ფორმის 2 ეკლესიას. ორივე მათგანი რიყის ქვითაა აგებული. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით - მოხატული. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი.IV საუკუნეში საქართველოში ქრისტინობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამან საფუძველი ჩაუყარა ახალ ქრისტიანულ კულტურას, რაც აისახა დამწერლობაში, მწერლობაში, განათლებაში, ფილოსოფიურ აზროვნებასა და ხელოვნებაში. ხუროთმოძღვრებასა და არქიტექტურას საქართველოში დიდი ხნის ტრადიცია ჰქონდა, მაგრამ ქრისტიანობამ ახალი მოთხოვნილებები წაუყენა. უნდა აშენებულიყო ახალი ტაძრები. თავდაპირველად იგებოდა ბაზილიკები, რომლებიც შეცვლილი სახის იყო და ქართულ ტრადიციებთან იყო შერწყმული. IV-VI საუკუნეებში ამ ტიპის რამდენიმე ეკლესია აიგო.

No comments:

Post a Comment